Search This Blog

Thursday, April 11, 2019

მოულოდნელი „აღმოჩენა“




https://books.google.ge/books/On_Schmitt_and_space

მოულოდნელი „აღმოჩენა“ კარლ შმიტზე მუშაობის დროს :-) 2015 წელს გამოცემულ ნაშრომში „შმიტისა და სივრცის შესახებ“ ავტორები კლაუდიო მინკა და რორი როუენი აღნიშნავენ, რომ შმიტის „ხმელეთისა და ზღვის“ შესახებ ინგლისურენოვან სივრცეში მწირი ინფორმაციაა, ასახელებენ რამდენიმე გამონაკლისს (რა თქმა უნდა, თავიანთი შრომების ჩათვლით :-) ) და „თითო-ოროლა“ ცალკეულ სტატიას, მათ შორის კონერის, დერმანის და ჩემს ინგლისურენოვან სტატიას შმიტის შესახებ. ოღონდ მათთვის თავაძედან რატომღაც Tavardze-დ გადავიქეცი :-)

ამ ფონზე სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ ინგლისურენოვან სივრცეს შმიტის „ხმელეთისა და ზღვის“ რეცეფციის კუთხით ქართულენოვანი სივრცე უსწრებდა (სიამაყის სმაილიკი :-). 2010 წელს გამოიცა ჩემს მიერ თარგმნილი „ხმელეთი და ზღვა. მსოფლიო-ისტორიული განაზრება“, რომელსაც გამოკვლევაც დავურთე, რომელშიც ამ ავტორს ფილოსოფიური გეოგრაფიის ჭრილში განვიხილავდი. მაშინ მიკვირდა, რომ ამ ნაშრომზე ასეთი მწირი ინფორმაცია დამხვდა ანგლო-საქსურ სივრცეში (გერმანულენოვანი სივრცეც არ იყო დახუნძლული, სხვათა შორის, „ხმელეთისა და ზღვის“ ანალიზით :-) 

შმიტზე მუშაობა გრძელდება. ვნახოთ, წინ რა აღმოჩენები გველის :-) 

P.S. დაინტერესებულ პირებს შმიტის ამ ნაშრომის ჩემეული ანალიზის ნახვა შეუძლიათ Academia.edu-ზე („ფილოსოფიური გეოგრაფია“, გვ. 116-129): 

https://www.academia.edu/28407854/Philosophical_Geography_History_Problems_and_Perspectives

P.P.S. Forthcoming: უახლოეს პერიოდში ვაპირებ სამეცნიერო ინფორმაციაზე ღია წვდომის (open access) ონალინ-მოძრაობის ინიცირებას საქართველოში. ძალიან მოკლედ იდეა ასეთია: თუკი ხარისხის მქონე მეცნიერი ონლაინ-სივრცეში სტატიას გამოაქვეყნებს, ეს მის გამოქვეყნებულ ნაშრომად უნდა ჩაითვალოს. ე.წ. peer-review სისტემა და ნაცნობობით გამოცემული სამეცნიერო კრებულები თავისუფალი მეცნიერული აზრის განვითარებას ხელს კი არ უწყობენ, არამედ პირიქით, აფერხებენ. ეს არის ჩემი, ხარისხის მქონე მეცნიერის პოზიცია, რომელსაც არც პუბლიკაციები აკლია და არც გამოკვლევები. დაინტერესებულმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა შემეხმიანეთ :-)